Saturday, August 4, 2018

                    სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა
         ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – მაია ოქროშიაშვილი
                                                        პროექტის გეგმა

1.    პროექტის სახელწოდება:  ჩვენი სოფლის ისტორია;


2.    პროექტის ავტორი:  მაია ოქროშიაშვილი;


3.    პრობლემის ანალიზი:
·         სოფლის წარსულის ამსახველი ინფორმაციის ნაკლებობა, ახალგაზრდების დაბალი დაინტერესება სოფლის ისტორიის მიმართ და სოფელში ცხოვრების უპერსპექტივობის განცდა;
·         აქედან გამომდინარე, ისინი ნაკლებად არიან ჩართული სოფლის პრობლემების მოგვარებაში და უინტერესოდ ეკიდებიან სოფლის სამომავლო განვითარების შესაძლებლობას;
·         პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინფორმირებას, უკეთ იცნობდნენ საკუთარი სოფლის ისტორიულ წარსულს და ობიექტურად შეაფასონ სამომავლო განვითარების გზები;


4.    პროექტის მიზანი: ინფორმირება, ახალგაზრდებში ინტერესის გაზრდა და    
                                 დაინტერესება საკუთარი სოფლის პრობლემების მიმართ; სოფლის
                                  სამომავლო განვითარების პოტენციალის სწორად შეფასება;


5.    პროექტის ამოცანები: მოსწავლეთა ჯგუფების ჩამოყალიბება და მათზე მოვალეობების
                                               გადანაწილება:
     1-ლი ჯგუფი – არსებული ისტორიული წყაროების გაცნობა ინტერნეტისა და
                           ბიბლიოთეკის საშუალებით,სოფლის ისტორიული ადგილების მონახულება
                            შეხვედრები სოფლის ხანდაზმულ და ცნობილ  ადამიანებთან, გასაუბრება,
                            თქმულებების, ლეგენდების ჩაწერა,ინტერვიუს აღება, მოპოვებული
                             მასალის ორგანიზება;
     მე-2 ჯგუფი – ვიზიტის ორგანიზება გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ–
                              ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის ისტორიის ამსახველი მასალისა და
                              სამუზეუმო ექსპონატების გაცნობის მიზნით; გასაუბრება და ინტერვიუს
                              ჩაწერა მუზეუმის თანამშრომლისგან;
     მე-3 ჯგუფი – ფოტომასალის მოძიება ისტორიულ წარსულზე, სხვადასხვა აქტივობის
                              ამსახველი ახალი მასალის გადაღება; მუზეუმში სტუმრობისას, უფლების
                              მიღების შემთხვევაში – სამუზეუმო მასალის გადაღება;
     მე-4 ჯგუფი – ვიდეორგოლის, ტურისტული გზამკვლევის შექმნა, შემაჯამებელი
                               პრეზენტაციის მომზადება ფართო საზოგადოებისათვის.


6.    მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიიღებენ მეტ ინფორმაციას,
             დაინტერესდებიან ისტორიული წარსულით, გაეზრდებათ მოტივაცია,
             აქტიურად ჩაერთობიან სოფლის პრობლემების მოგვარებაში; სწორად
              შეაფასებენ სოფლის მომავლის განვითარების პერსპექტივას (მაგ. ტურიზმის
              განვითარების კუთხით);

7.    მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სოფლის
                                           ხანდაზმული და ცნობილი ადამიანები,, მუზეუმის
                                            თანამშრომლები, საზოგადოება;


8.    ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები:
შეხვედრები და სოფლის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების მონახულება
·         მოსწავლეები შეხვდებიან სოფლის ხანდაზმულ და ცნობილ ადამიანებს,
                   გაესაუბრებიან,  ჩაიწერენ ინტერვიუს, მოინახულებენ სოფლის მნიშვნელოვან
                   ადგილებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, მოახდენენ მოპოვებული მასალის
                   ორგანიზებასა და დახარისხებას;
              მუზეუმთან კონტაქტი
·         წინასწარ გაეცნობიან მუზეუმის ვებგვერდს (მუშაობის განრიგს,
 საგანმანათლებლო პროგრამებს) დაგეგმავენ ვიზიტს  გორის სერგი
                   მაკალათიას სახელობის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის
                   ისტორიის ამსახველი მასალისა და სამუზეუმო ექსპონატების გაცნობის მიზნით;  
                   გაესაუბრებიან და ინტერვიუს ჩაიწერენ მუზეუმის თანამშრომლისგან;
              ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება
·         მოიძიებენ ფოტომასალას ისტორიულ წარსულზე, გადაიღებენ სხვადასხვა
            აქტივობის ამსახველ ახალ ფოტო და ვიდეოა მასალას; მუზეუმში სტუმრობისას,
            უფლების მიღების შემთხვევაში – გადაიღებენ სამუზეუმო მასალას;
       შემაჯამებელი პრეზენტაცია
·         მოძიებული მასალის საშუალებით შექმნიან ვიდეორგოლს, ტურისტულ გზამკვლევს, მოამზადებენ შემაჯამებელ პრეზენტაციას  ფართო საზოგადოებისათვის.






                    სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა
         ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – მაია ოქროშიაშვილი
                                                        ექსკურსიის გეგმა
                           ექსკურსია  ვაჟა-ფშაველას  სახლ-მუზეუმში  ჩარგალში


საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა;
მოსწავლეთა ასაკი

13-14 წელი;

სასწავლო მიზანი



·         მოსწავლეებმა შეძლონ სიღრმისეულად დაკვირვება და ჩაწვდომა, თვალსაწიერის გაფართოვება ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
·         არაფორმალურ გარემოში სოციალური და თავისი თავის მართვის უნარების განვითარება.
·         შეძლონ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან


მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა საექსკურსიო თემატიკისადმი. საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი. ვახსენებთ მუზეუმში ქცევისა და ეთიკის ნორმებს. მოსწავლეები თავს უყრიან უკვე შესწავლილ მასალას მწერლის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, მოიძიებენ ინფორმაციას ბიოგრაფიული დეტალების შესახებ, გაეცნობიან პირად წერილებს;
მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებისათვის


თემის, მიზნისა და მარშრუტის გაცნობა, ქცევისა და უსაფრთხოების წესებზე ყურადღების გამახვილება, აქტივობების მომზადება და განაწილება მასწავლებლებსა და მშობლებზე ( 5 მოსწავლეზე 1 უფროსი), დროის ლიმიტისა და ადამიანური რესურსის განსაზღვრა, პირველადი დახმარებისათვის მზადყოფნა, შეთანხმება დირექციასთან, მძღოლთან კანონმდებლობის საფუძველზე, პასუხისმგებლობა გაუთვალისწინებელი რისკების შემთხვევაში; კითხვარები, ტესტები;
მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებისათვის


ექსკურსიისათვის საჭირო და შესაფერისი ინვენტარისა და სამოსის შერჩევა, წინასწარ მასალის მოძიება და გაცნობა მასწავლებლის მითითებით,
რესურსები ექსკურსიისათვის



ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ტელეფონი, მარკერები, ფანქრები, სახატავი ფურცლები, წიგნაკი, კალამი;
აქტივობები ექსკურსიის დროს



მინი ლექცია, გონებრივი იერიში, ინტერვიუ მუზეუმის თანამშრომელთან, ლიტერატურული საღამოს მოწყობა, ვიდეო და ფოტო კოლაჟის შექმნა, ჩანახატის გაკეთება, კედლის გაზეთისთვის მასალის მომზადება.