Saturday, August 4, 2018

                    სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა
         ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – მაია ოქროშიაშვილი
                                                        პროექტის გეგმა

1.    პროექტის სახელწოდება:  ჩვენი სოფლის ისტორია;


2.    პროექტის ავტორი:  მაია ოქროშიაშვილი;


3.    პრობლემის ანალიზი:
·         სოფლის წარსულის ამსახველი ინფორმაციის ნაკლებობა, ახალგაზრდების დაბალი დაინტერესება სოფლის ისტორიის მიმართ და სოფელში ცხოვრების უპერსპექტივობის განცდა;
·         აქედან გამომდინარე, ისინი ნაკლებად არიან ჩართული სოფლის პრობლემების მოგვარებაში და უინტერესოდ ეკიდებიან სოფლის სამომავლო განვითარების შესაძლებლობას;
·         პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინფორმირებას, უკეთ იცნობდნენ საკუთარი სოფლის ისტორიულ წარსულს და ობიექტურად შეაფასონ სამომავლო განვითარების გზები;


4.    პროექტის მიზანი: ინფორმირება, ახალგაზრდებში ინტერესის გაზრდა და    
                                 დაინტერესება საკუთარი სოფლის პრობლემების მიმართ; სოფლის
                                  სამომავლო განვითარების პოტენციალის სწორად შეფასება;


5.    პროექტის ამოცანები: მოსწავლეთა ჯგუფების ჩამოყალიბება და მათზე მოვალეობების
                                               გადანაწილება:
     1-ლი ჯგუფი – არსებული ისტორიული წყაროების გაცნობა ინტერნეტისა და
                           ბიბლიოთეკის საშუალებით,სოფლის ისტორიული ადგილების მონახულება
                            შეხვედრები სოფლის ხანდაზმულ და ცნობილ  ადამიანებთან, გასაუბრება,
                            თქმულებების, ლეგენდების ჩაწერა,ინტერვიუს აღება, მოპოვებული
                             მასალის ორგანიზება;
     მე-2 ჯგუფი – ვიზიტის ორგანიზება გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ–
                              ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის ისტორიის ამსახველი მასალისა და
                              სამუზეუმო ექსპონატების გაცნობის მიზნით; გასაუბრება და ინტერვიუს
                              ჩაწერა მუზეუმის თანამშრომლისგან;
     მე-3 ჯგუფი – ფოტომასალის მოძიება ისტორიულ წარსულზე, სხვადასხვა აქტივობის
                              ამსახველი ახალი მასალის გადაღება; მუზეუმში სტუმრობისას, უფლების
                              მიღების შემთხვევაში – სამუზეუმო მასალის გადაღება;
     მე-4 ჯგუფი – ვიდეორგოლის, ტურისტული გზამკვლევის შექმნა, შემაჯამებელი
                               პრეზენტაციის მომზადება ფართო საზოგადოებისათვის.


6.    მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიიღებენ მეტ ინფორმაციას,
             დაინტერესდებიან ისტორიული წარსულით, გაეზრდებათ მოტივაცია,
             აქტიურად ჩაერთობიან სოფლის პრობლემების მოგვარებაში; სწორად
              შეაფასებენ სოფლის მომავლის განვითარების პერსპექტივას (მაგ. ტურიზმის
              განვითარების კუთხით);

7.    მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სოფლის
                                           ხანდაზმული და ცნობილი ადამიანები,, მუზეუმის
                                            თანამშრომლები, საზოგადოება;


8.    ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები:
შეხვედრები და სოფლის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების მონახულება
·         მოსწავლეები შეხვდებიან სოფლის ხანდაზმულ და ცნობილ ადამიანებს,
                   გაესაუბრებიან,  ჩაიწერენ ინტერვიუს, მოინახულებენ სოფლის მნიშვნელოვან
                   ადგილებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, მოახდენენ მოპოვებული მასალის
                   ორგანიზებასა და დახარისხებას;
              მუზეუმთან კონტაქტი
·         წინასწარ გაეცნობიან მუზეუმის ვებგვერდს (მუშაობის განრიგს,
 საგანმანათლებლო პროგრამებს) დაგეგმავენ ვიზიტს  გორის სერგი
                   მაკალათიას სახელობის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის
                   ისტორიის ამსახველი მასალისა და სამუზეუმო ექსპონატების გაცნობის მიზნით;  
                   გაესაუბრებიან და ინტერვიუს ჩაიწერენ მუზეუმის თანამშრომლისგან;
              ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება
·         მოიძიებენ ფოტომასალას ისტორიულ წარსულზე, გადაიღებენ სხვადასხვა
            აქტივობის ამსახველ ახალ ფოტო და ვიდეოა მასალას; მუზეუმში სტუმრობისას,
            უფლების მიღების შემთხვევაში – გადაიღებენ სამუზეუმო მასალას;
       შემაჯამებელი პრეზენტაცია
·         მოძიებული მასალის საშუალებით შექმნიან ვიდეორგოლს, ტურისტულ გზამკვლევს, მოამზადებენ შემაჯამებელ პრეზენტაციას  ფართო საზოგადოებისათვის.






                    სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა
         ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – მაია ოქროშიაშვილი
                                                        ექსკურსიის გეგმა
                           ექსკურსია  ვაჟა-ფშაველას  სახლ-მუზეუმში  ჩარგალში


საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა;
მოსწავლეთა ასაკი

13-14 წელი;

სასწავლო მიზანი



·         მოსწავლეებმა შეძლონ სიღრმისეულად დაკვირვება და ჩაწვდომა, თვალსაწიერის გაფართოვება ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
·         არაფორმალურ გარემოში სოციალური და თავისი თავის მართვის უნარების განვითარება.
·         შეძლონ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან


მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა საექსკურსიო თემატიკისადმი. საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი. ვახსენებთ მუზეუმში ქცევისა და ეთიკის ნორმებს. მოსწავლეები თავს უყრიან უკვე შესწავლილ მასალას მწერლის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, მოიძიებენ ინფორმაციას ბიოგრაფიული დეტალების შესახებ, გაეცნობიან პირად წერილებს;
მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებისათვის


თემის, მიზნისა და მარშრუტის გაცნობა, ქცევისა და უსაფრთხოების წესებზე ყურადღების გამახვილება, აქტივობების მომზადება და განაწილება მასწავლებლებსა და მშობლებზე ( 5 მოსწავლეზე 1 უფროსი), დროის ლიმიტისა და ადამიანური რესურსის განსაზღვრა, პირველადი დახმარებისათვის მზადყოფნა, შეთანხმება დირექციასთან, მძღოლთან კანონმდებლობის საფუძველზე, პასუხისმგებლობა გაუთვალისწინებელი რისკების შემთხვევაში; კითხვარები, ტესტები;
მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებისათვის


ექსკურსიისათვის საჭირო და შესაფერისი ინვენტარისა და სამოსის შერჩევა, წინასწარ მასალის მოძიება და გაცნობა მასწავლებლის მითითებით,
რესურსები ექსკურსიისათვის



ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ტელეფონი, მარკერები, ფანქრები, სახატავი ფურცლები, წიგნაკი, კალამი;
აქტივობები ექსკურსიის დროს



მინი ლექცია, გონებრივი იერიში, ინტერვიუ მუზეუმის თანამშრომელთან, ლიტერატურული საღამოს მოწყობა, ვიდეო და ფოტო კოლაჟის შექმნა, ჩანახატის გაკეთება, კედლის გაზეთისთვის მასალის მომზადება.

Tuesday, July 24, 2018

რეფლექსია

ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მომცა. უფრო ხარისხიანად შევძლებ გაკვეთილის გეგმისა და რესურსების შექმნას. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს - ქალბატონ ელენე ბეთლემიშვილს, უდიდესი პასუხისმგებლობისა და ადამიანური სითბოსთბის.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმის პორტფოლიო

Saturday, July 21, 2018

რეფლექსია

პროექტით სწავლება მოსწავლეებს დაეხმარება მათთვის საინტერესო საკითხების ღრმად შესწავლაში. სწავლის პროცესიმათთვის გახდება უფრო საინტერესო, აუმაღლდებათ მოტივაცია.

Thursday, July 19, 2018

გაკვეთილის პრეზენტაცია

ბავშვებო, დააჯგუფეთ

ბავშვებო, დააჯგუფეთ ვინ და რა ჯგუფის არსებითი სახელები. გისურვებთ წარმატებებს!

 

Wednesday, July 18, 2018

ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე ცხოვრებაში

თანამედროვე ცხოვრების განვითარების ტემპები და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი აუცილებელს ხდის ისტ-ის ცოდნას სასკოლო ასაკიდანვე.