სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
სკრის საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
– მაია ოქროშიაშვილი
პროექტის გეგმა
1.
პროექტის სახელწოდება: ჩვენი
სოფლის ისტორია;
|
2.
პროექტის ავტორი: მაია
ოქროშიაშვილი;
|
3.
პრობლემის ანალიზი:
·
სოფლის წარსულის ამსახველი
ინფორმაციის ნაკლებობა, ახალგაზრდების დაბალი დაინტერესება სოფლის
ისტორიის მიმართ და სოფელში ცხოვრების უპერსპექტივობის განცდა;
·
აქედან გამომდინარე, ისინი ნაკლებად არიან ჩართული
სოფლის პრობლემების მოგვარებაში და უინტერესოდ ეკიდებიან სოფლის სამომავლო განვითარების
შესაძლებლობას;
·
პროექტი ხელს შეუწყობს
მოსწავლეების ინფორმირებას, უკეთ იცნობდნენ საკუთარი სოფლის ისტორიულ წარსულს და
ობიექტურად შეაფასონ სამომავლო განვითარების გზები;
|
4. პროექტის მიზანი: ინფორმირება,
ახალგაზრდებში ინტერესის გაზრდა და
დაინტერესება საკუთარი სოფლის პრობლემების
მიმართ; სოფლის
სამომავლო განვითარების პოტენციალის
სწორად შეფასება;
|
5.
პროექტის ამოცანები: მოსწავლეთა ჯგუფების ჩამოყალიბება
და მათზე მოვალეობების
გადანაწილება:
1-ლი ჯგუფი – არსებული
ისტორიული წყაროების გაცნობა ინტერნეტისა და
ბიბლიოთეკის
საშუალებით,სოფლის ისტორიული ადგილების მონახულება
შეხვედრები
სოფლის ხანდაზმულ და ცნობილ ადამიანებთან,
გასაუბრება,
თქმულებების, ლეგენდების
ჩაწერა,ინტერვიუს აღება, მოპოვებული
მასალის ორგანიზება;
მე-2 ჯგუფი – ვიზიტის
ორგანიზება გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ–
ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის ისტორიის ამსახველი
მასალისა და
სამუზეუმო ექსპონატების
გაცნობის მიზნით; გასაუბრება და ინტერვიუს
ჩაწერა მუზეუმის თანამშრომლისგან;
მე-3 ჯგუფი – ფოტომასალის
მოძიება ისტორიულ წარსულზე, სხვადასხვა აქტივობის
ამსახველი ახალი მასალის გადაღება; მუზეუმში სტუმრობისას,
უფლების
მიღების შემთხვევაში – სამუზეუმო მასალის გადაღება;
მე-4
ჯგუფი – ვიდეორგოლის, ტურისტული გზამკვლევის შექმნა, შემაჯამებელი
პრეზენტაციის მომზადება ფართო საზოგადოებისათვის.
|
6.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები
მიიღებენ მეტ ინფორმაციას,
დაინტერესდებიან ისტორიული წარსულით, გაეზრდებათ
მოტივაცია,
აქტიურად ჩაერთობიან სოფლის პრობლემების მოგვარებაში; სწორად
შეაფასებენ სოფლის მომავლის განვითარების პერსპექტივას (მაგ. ტურიზმის
განვითარების კუთხით);
|
7.
მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეები,
მასწავლებლები, მშობლები, სოფლის
ხანდაზმული და ცნობილი ადამიანები,, მუზეუმის
თანამშრომლები, საზოგადოება;
|
8.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები
და ვადები:
შეხვედრები და სოფლის მნიშვნელოვანი ისტორიული
ძეგლების მონახულება
·
მოსწავლეები შეხვდებიან
სოფლის ხანდაზმულ და ცნობილ ადამიანებს,
გაესაუბრებიან, ჩაიწერენ ინტერვიუს, მოინახულებენ სოფლის მნიშვნელოვან
ადგილებს,
გააკეთებენ ჩანაწერებს, მოახდენენ მოპოვებული მასალის
ორგანიზებასა და დახარისხებას;
მუზეუმთან კონტაქტი
·
წინასწარ გაეცნობიან
მუზეუმის ვებგვერდს (მუშაობის განრიგს,
საგანმანათლებლო
პროგრამებს) დაგეგმავენ ვიზიტს გორის სერგი
მაკალათიას სახელობის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ
მუზეუმში სოფლის
ისტორიის
ამსახველი მასალისა და სამუზეუმო ექსპონატების გაცნობის მიზნით;
გაესაუბრებიან
და ინტერვიუს ჩაიწერენ მუზეუმის თანამშრომლისგან;
ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება
·
მოიძიებენ
ფოტომასალას ისტორიულ წარსულზე, გადაიღებენ სხვადასხვა
აქტივობის ამსახველ ახალ ფოტო და ვიდეოა მასალას;
მუზეუმში სტუმრობისას,
უფლების მიღების შემთხვევაში – გადაიღებენ სამუზეუმო
მასალას;
შემაჯამებელი
პრეზენტაცია
·
მოძიებული
მასალის საშუალებით შექმნიან ვიდეორგოლს, ტურისტულ გზამკვლევს, მოამზადებენ
შემაჯამებელ პრეზენტაციას ფართო საზოგადოებისათვის.
|